„ახალშობილი არ იბადება ინფიცირებული,  ინფიცირება ხდება მშობიარობის შემდგომ“- პაატა ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავართან”

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, რომ  ახალშობილები ინფიცირებულები არ იბადებიან და დაინფიცირება დაბადების შემდეგ ხდება.

„აქამდე არსებული კვლევების თანახმად, ახალშობილი არ იბადება ინფიცირებული, ინფიცირება ხდება მშობიარობის შემდგომ.   ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ორსულები იყვნენ ვაქცინირებული, ამით ვიცავთ როგორც დედას, ისე ნაყოფს“- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“

აქვე მან აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად ახალშობილები ვირუსისაგან დამცავი ანტისხეულებით იბადებიან.

„არის რამდენიმე კვლევა, რომ ახალშობილსაც აქვს ანტისხეულები იმიტომ, რომ ის დედის ორგანიზმში გამომუშავდა.  შეიძლება ამან სრული სურათი ვერ მოგვცეს ნაყოფის დაცვის, მაგრამ ჩვენ ყველა გზა უნდა მოვნახოთ, რათა ნაკლები ინფიცირება გვქონდეს ახალშობილებში“- აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები