თურქეთის პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულია

თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას სახლიდან აგრძელებს.

“საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. მე და ჩემი მეუღლე გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები