სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მდგომარეობას შეისწავლიან. კომისის მუშაობის დასრულებამდე მოხუცთა თავშესაფრის შენობას დროებით გადახურავენ.

მსგავსი თემები