კრემლის პრესსპიკერი: “„რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა „დასავლეთის მიერ გამოწვეული“ დაძაბულობა”

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ შეცდომით გამოქვეყნებული სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა „დასავლეთის მიერ გამოწვეული“ დაძაბულობა.

“ეს ვითარება ცხადყოფს თუ რამდენად სახიფათოა ასეთი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია აგრესიული განცხადებებით, რაც ყოველდღიურად გვესმის ვაშინგტონიდან, ევროპის დედაქალაქებიდან და ლონდონიდან, რადგან სწორედ ეს განცხადებები, ჩვენს საზღვრებთან ჯარების განლაგება და უკრაინის იარაღით მომარაგებისკენ მიმართული ყოველდღიური ქმედებები იწვევს დაძაბულობას და ნებისმიერი ნაპერწკალი საშიშია ამ დაძაბულობის ფონზე”, – განაცხადა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „ბლუმბერგმა“ შეცდომით გამოაქვეყნა სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“, მოგვიანებით კი სათაური წაშალა და განმარტა, რომ ჩვეულებრივ სათაურები წინასწარ მზადდება მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევებისთვის. ეს დაწერილი სათაური კი შეცდომის შედეგია.

მსგავსი თემები