დადიანების მუზეუმის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

დადიანების მუზეუმის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკებაა მოპარული. ამის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს. ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე მიმართეს და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

“ქანდაკებაა მოპარული. პოლიციას მივმართეთ, მათ უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ვიცი ადგილის ექსპერტიზა დასრულებულია და მიმდინარეობს კამერების დათვალიერება”, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა, დავით ოკუჯავამ.

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგეს.

მსგავსი თემები