დავით კირკიტაძის ადვოკატი: “განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში”

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, ალექსანდრე მგელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეფარდებულ 5000-ლარიან გირაოს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

“მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების გამოყენების არავითარი საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო გამოიყენა და გადასახდელად 20 დღე განუსაზღვრა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება”, – განაცხადა კირკიტაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე პარტიის მთავარ ოფისთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო არის ბრალდებული.

მსგავსი თემები