რეჯეფ თაიფ ერდოღანი: “აშშ-სა და დასავლეთს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის არაფერი გაუკეთებიათ

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

“როდესაც ვუყურებთ შეერთებულ შტატებს, ბაიდენს ჯერ არ გამოუჩენია დადებითი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. მკაფიოდ უნდა ვთქვა: დასავლეთს, სამწუხაროდ, არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ფაქტობრივად მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორი იყვნენ,”- განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები