დავით კირკიტაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დავით კირკიტაძემ და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.

მსგავსი თემები