იენს სტოლტენბერგი: “ყველა ქვეყანა საკუთარ მომავალს თავად წყვეტს, რუსეთს კი დეესკალაციისკენ აქტიურად მოვუწოდებთ”

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა, რომ ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ. მან რუსეთ-ჩინეთის განცხადებას, უპასუხა იმის შესახებ, რომ ისინი”ნატოს” მომდევნო გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით,  ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

“ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ ნატო-ს ნაწილი გამხდარიყო”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები