საწვავი 20-25 თეთრით გაძვირდება

კომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა ამბობს, რომ ისინი მომდევნო ორ კვირაში, საწვავის ფასს 20-დან 25 თეთრამდე გაზრდიან.

საწვავზე ფასის რეკორდული ზრდა ორ გარემოებაზეა დამოკიდებული – მსფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება, საქართველო კი ინპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. მეორე მიზერზი მთავრობის აქციზის ფასის არშემცირებაა.

“ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასები არსებული რეზერვებიდან, არსებული მარაგიდან გამომდინარე. არსებული რეალიზაციის პირობებში, ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებიდან, 1-2 კვირის პერიოდში, რამდენაცად ეს მტკივნეული არ უნდა იყოს,  ფასის მომატება გარდაუვალი იქნება. 100-150$-ით ფასის ზრდა, მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობა არის ყოველ ლიტრზე, რომელიც გარკვეულწილად გაიზრდება. ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეტაპობრივად მოხდება. ვიმედოვნებთ ეს რეალობა მალევე შეიცვლება და გაძვირება საჭირო აღარ გახდება”, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

მსგავსი თემები