ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურება გახდა. აღნიშნულის გარდა, უამინდობის გამო, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მოცურების შედეგედად კიდევ ორი ავტომობილი გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან.

მსგავსი თემები