უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად გუდაურში თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან

ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი აქტიურად მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან.

“ქართველ სამხედროებთან ერთად ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს. ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები