ევროკომისიის პრეზიდენტი:”რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ძალიან მკაცრად დაისჯება”

“მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ  რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების “მყარი” და “ყოვლისმომცველი” პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება.

“როგორც ვიცით, რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია წიაღისეული საწვავის ექსპორტზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საქონელსა და კაპიტალზე წვდომას და ამიტომ დეესკალაცია რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს,” – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები