უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა

გერმანული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღით დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა. წერილში უკრაინის საელჩო ბერლინს სწრაფი რეაგირების თხოვნით მიმართავს „უსაფრთხოების უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა და რუსული აგრესიის საფრთხის გათვალისწინებით”.

უკრაინა გერმანიას სთხოვს რადიუსის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, პორტატულ ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტებს, ელექტრონულ სათვალთვალო სისტემებს, ღამის ხედვის აღჭურვილობას და სხვას.

ინფორმაციისთვის, ნატო-ს მოკავშირეებმა: აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინას იარაღი გაუგზავნეს, მაგრამ გერმანიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ იმავეს გაკეთებას არ აპირებს. ბერლინმა კიევს 5000 დამცავი ჩაფხუტი შესთავაზა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას.

მსგავსი თემები