ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია მოახლოვდა – ცნობილია ორივე ფინალისტის ვინაობა

ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ორივე ფინალისტი გამოვლინდა.

გაიმართა ორი ძალიან დაძაბული ნახევარფინალი. რუსეთმა უკრაინას 3:2 სძლია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსები ძალიან ბევრჯერ გადარჩნენ გაშვებულ გოლს, უკრაინელებს ბევრი შანსი ჰქონდათ გასათანაბრებლად.

მეორე ნახევარფინალიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ესპანელებმა ერთი ბურთის სხვაობით 3:2 წააგეს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. მათ გოლი ბოლოს წინა 39-ე წუთზე გაუშვეს.

მესამე ადგილისთვის უკრაინა ესპანეთს შეხვდება, ხოლო ფინალში რუსეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება – ორივე მატჩი 6 თებერვალს ამსტერდამში გაიმართება.

მსგავსი თემები