კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტების რაოდენობა 1152-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც: 5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 347, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 234

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 146, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 44, იმერეთში – 27.

1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 549 – აჭარაში. 200 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3.

მსგავსი თემები