გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 76 205 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.36%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 295 505. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.28%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560.

მსგავსი თემები