ითხოვს თუ არა აზერბაიჯანი განჯის კარიბჭის დაბრუნებას?!

აზერბაიჯანული მედია კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის დაბრუნებაზე ორ მხარეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მსგავსი მოლაპარაკება არც დაწყებულა.

„რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ინფორმაციისთვის, ამ თემაზე განცხადება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ განჯის კარიბჭის ბედი იყო საკითხი, რომელიც შარშან საქართველოში მისი ვიზიტის დღის წესრიგში დადგა.

შეგახსენებთ, რომ დავით აღმშენებლის მემკვირდემ დემეტრე I-მა განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი.

 

მსგავსი თემები