“სისხლის სამართლის საქმე დღესვე შეწყდება, თუ უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე დათანხმდება”- პროკურორი

„თუ ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მას ეს არ სურს“ – განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტეთან საუბრისას, სადაც გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცსი გაიმართა, რომელიც ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ეხება.

პროკურორის თქმით, გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, ამიტომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება და იკითხებიან თვითმხილველები.

„ჩვენც იძულებული ვართ, მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის გარშემო გამოკითხული და დაკითხულია და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებეზე ინფორმაციას ფლობს. დღეს დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები და სანფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საგამოძიებო მოქმედებეში და მისი სისწორე დაადასტურეს“,- განაცხადა ნათია გურულმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა.გიგი უგულავას  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

მსგავსი თემები