„გააფთრებული შეტევა“ – გიორგი ვოლსკი სახელმწიფო ინსპექტორზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს პასუხობს და ა,ბობს, რომ  მისი გააფთრებული შეტევა რაღაცის მიმანიშნებელია.

„ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა ერთ-ერთ „პოსტზე“. ამის ნაცვლად მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი“ – ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი ლონდა თოლორაიას მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

ვოლსკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაში არაკოსტიტუციურს ვერაფერს ხედავს.

„ეს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად არ არის რაიმე ხინჯის მქონე. რა ჰქვია იმ პოლიტიკურ პლატფორმას, საიდანაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პარტია “საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” თუ ყველა ერთად და კოალიცია, რომელიც არსებობს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ფაქტია, მისი განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

მსგავსი თემები