არქეოლოგებმა ხელვაჩაურში მეექვსე სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ხელვაჩაურში აღმოაჩინეს მეექვსე სამარხი, სადაც 29 ადამიანის ნეშთი იყო. აღნიშნული ნეშტები 1937-38 წლებში სტალინის პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის.

არქეოლოგიურ სამუშაოებში პოლონელი სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ მოიწვია.

“სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეექვსე სამარხია, რაც ჩვენი სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ. 2016 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა -კურთხევით ეს საქმე დავიწყეთ. მანამდე აღმოჩენილ სამარხებიდან 120 ადამიანის ნეშტი ამოვასვენეთ. ამ მეექვსე სამარხში 29 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. ნეშტებთან ერთად ვიპოვეთ მონეტები და დახვრეტილთა პირადი ნივთები. ნეშტები1937-38 წლებში სტალინური პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის”, – განაცხადეს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში.

მსგავსი თემები