რუსეთი და ჩინეთი ნატო-ს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი ნატო-ს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგი არიან და ალიანს მოუწოდებენ, „ცივი ომის“ მიდგომებზე უარი თქვას.

“მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, უარი თქვას “ცივი ომის” იდეოლოგიზებულ მიდგომებზე და გამოიყენოს სამართლიანი და ობიექტური დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები