ჯანმო: “კორონავირუსის შედარება გრიპთან ჯერ ძალიან ადრეა”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა განაცხადა, რომ თუ ადამიანების დიდი რაოდენობა ნებისმიერ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინირებული, ეს პანდემია არ დასრულდება.

“გამოცდილებამ გვანახა, რომ იმან, რაც ხდება ერთ ქვეყანაში, შეუძლია სწრაფად მოახდინოს გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეი არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით ვაქცინების განაწილების არათანასწორობას ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოში. ვაქცინების განაწილება რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ჩვენს რეგიონშიც და მერყეობს 95%-დან 32%-მდე”, – განაცხადა ჰეზერ პაპოვიცმა.

მისი თქმით, COVID-19 სხვა ნებისმიერ გრიპს არ უნდა შევადაროთ, რადგან COVID-19 ძალიან გადამდებია და ჯერ კიდევ შეიძლება იყოს მომაკვდინებელი, გაცილებით მეტად, ვიდრე გრიპი.

“ძალიან ადრეა COVID-19-ის გამოცხადება ენდემურ დაავადებად. აქამდე ჯერ კიდევ საკმაო გზაა გასავლელი. დაავადების ენდემურობა განისაზღვრება ცირკულირების სტაბილურობითა და გავრცელების დონის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობით. კოვიდის შემთხვევაში კი ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიდი დოზის განუსაზღვრელობა,”- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები