„ნაყოფის განვითარების შეფერხება“ – კიდევ  რა გართულებებს იწვევს კოვიდი ორსულებში?! – ექიმი „მედიაცენტრ მთავარში“

„გართულებები განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში იმატებს. გვყავს მაღალი რისკი ორსულები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და სამეანო პათოლოგიები. აქედან გამომდინარე, რისკიც იზრდება და გართულებებიც იმატებს’ –  ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარშიგენეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა გააკეთა და იმ გართულებებზეც ისაუბრა, რაც ინფიცირებულ ორსულს შეიძლება შეექმნას.

კითხვაზე – რა გართულებებს ილევა კორონავირუსი დედებსა და ჩვილებში, პაატა ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა:

„მოსალოდნელია როგორც ნაყოფის, ისე დედის მხრივ შეიქმნას პრობლემები. იგულისხმება ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაყოფის განვითარების შეფერხება. ვირუსი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტით დაავადებულ ორსულებში  და რისკიც იზრდება, ნაყოფს ექმნება არასაიმედო მდგომარეობა.“

ღუდუშაურის კლინიკა ინფიცირებული ორსულებისთვის „კოვიდ ცენტრს“ ხსნის – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები