„პუტინი ემზადება „სამხრეთ ოსეთის,“ ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება და საკუთარ სასამართლო პროცესს ესწრება. როგორც ბრალდებულმა სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, ვლადიმერ პუტინი მორიგი ანექსიისთვის ემზადება.

„პუტინი ემზადება პროვოკაციებისთვის. ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად. ის, ამავე დროს, ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის. ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს“ – ასე მიმართა სააკაშვილმა სასამართლოს.

მისივე თქმით, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში. მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის… თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან.

 

მსგავსი თემები