მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 146-ია

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:  5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 408, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 214.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 464, აჭარაში – 146, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი,  მათგან თბილისში – 151, აჭარაში – 45, იმერეთში – 27.

1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 – თბილისში, 565 – აჭარაში.  195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.  საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1.

მსგავსი თემები