აფეთქება, გვამები, მგლოვიარე ხალხი – ყალბი ვიდეო, რომელიც შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად გამოიყენოს

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება, რომ უკრაინაში შეიჭრას. აშშ-ის სადაზვერვო სამსახური არ გამორიცხავს, კრემლმა აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად გაყალბებული ვიდეოც კი შექმნას, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთზე თავდასხმის სცენარს ეხება.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება, გაყალბებულ ვიდეოში აღწერილი იქნება აფეთქებები, გვამები, მგლოვიარეები და ეს ყველაფერი მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ. შემდეგ კი, ეს გახდება რუსეთისთვის მიზეზი, უკრაინაზე იერიში მიიტანოს.

„ამ ყალბ ვიდეოს გამოიყენებენ, რომ შექმნან აზრი, თითქოს რუსეთს საფრთხე ემუქრება“ – ასეთია თეთრი სახლის გზავნილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც გააკეთა.

„პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი იმ ვარიანტებიდან, რომლებსაც რუსეთი ამუშავებს, როგორც ყალბ საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად და პოტენციურად გასამართლებლად“, – აცხადებს პრაისი.

მსგავსი თემები