შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ  სასამართლო პროცესს დაესწროს

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას.

სასამართლო პროცესის პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გამართავენ.

ინფორმაციისთვის, ბრალდება მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. ამ საქმეზე, ასევე, დაკავებულები იყვნენ  ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, რომლებიც მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა.

 

მსგავსი თემები