მალე ცხვირში შესასხურებელი ვაქცინაც გამოჩნდება

მსოფლიოში ცხვირში შესასხურებელი, ე.წ. ნაზალური ვაქცინა მალე გამოჩნდება, რომელმაც თაგვები, ზაზუნები და მაიმუნები ვირუსისგან დაიცვა. ვაქცინაზე ინდოეთში მუშაობენ.

ჰაიდარაბადში ახალ ვაქცინაზე დაიწყეს მუშაობა. ის ცხვირში შესასხურებელი იქნება. არსებული ინფორმაციით, ვაქცინა ხანგრძლივ იმუნიტეტს წარმოქმნის, თუმცა, ახალ შტამებთან მათი ეფექტურობა შედარებით შემცირებულია.

ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში ხვდება, სწორედ  იქ, საიდანაც ვირუსი ორგანიზმში იჭრება. ნაზალური ვაქცინა უფრო მოსახერხებელიც იქნება, ვიდრე ინექცია.

მსოფლიოში, ამ ეტაპზე 10-მდე სახეობის ნაზალურ ვაქცინაზე მუშაობენ, ზოგი კი ზოგი კი კლინიკური ცდების მესამე ეტაპზეა. ინდოეთში შექმნილი ვაქცინა კი მესამე ცდას გადის და „ბუსტერად“ გამოიყენებენ.

ჩატარებული ცდებით, ამ ვაქცინამ ვირუსისგან დაიცვა თაგვები, ზაზუნები და მაიმუნები. ის  ააქტიურებს იმუნიტეტს ცხვირსა და ყელში, რითაც ვირუსის გავრცელება არ ხდება.

 

მსგავსი თემები