იცავს თუ არა ვაქცინა ორსულებს დაინფიცირებისგან?! – ორსულთა ინფიცირება მზარდია

„ორსულებში  COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687 შეადგენს“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშზე დაყრდნობით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, ხოლო ვისურუსის გავრცელების მხრივ თბილისი, იმერეთი და აჭარა ლიდერობს.

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით  COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების  დღიური რაოდენობა პიკს სექტემბერ-ნოემბრის თვეში აღწევს.  სექტემბერში 40 ინფიცირებული, ნოემბერში 50 ინფიცირებული ორსული, ხოლო ორივე დოზით ვაქცინირებულ ორსულებში კოვიდით ინფიცირება, ფაქტობრივად არ ფიქსირდება.

„ ასაკის მატებასთან ერთად, ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ 1 დოზით აცრილების, ისე სრულად ვაქცინირებულების“- აღნიშნულია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები