„ახალი ვაქცინები ახალ შტამებთან იქნება ადაპტირებული“ – თამარ გაბუნია

ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამოიკვეთა, რომ “ბუსტერ” დოზა არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავებული ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ  განსხვავებული მახასიათებლები.  იქნება ადაპტირებულები ახალ შტამებთან მიმართებაში და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში,“- აღნიშნა გაბუნიამ მედიასთან.

მისივე თქმით, ოჯახის საავადმყოფოებში საწოლების საკმარისი მარაგია და ოჯახის ექიმებიც სრულ მზადყოფნაში არიან.

„აქტიური შემთხვევები უკვე 190 000 აჭარბებს.  3000-მდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. ოჯახის ექიმები ქვეყანაში 2000-ზე მეტია.  დღეს პროგრამაში ჩართულია ქსელის 60%,  ამას კიდევ ექიმების  დაემატება 15-20%“- განაცხადა გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები