ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ქართული მხარისთვის კომპრომისის მიუღებლობა არსებობს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის წევრი სვენ მიქსერი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ საფუძველი არსებობდა, პარტიებს ერთიანი პოზიცია ჰქონოდათ.

„საკმარისი საფუძველი არსებობდა, რომ პარტიები რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ. ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით.  საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვითარება მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და სრული აღქმა არსებობს იმ ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობის, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“ – ასეთია ევროპარლამენტის მომხსენებლის – სვენ მიქსერის შეფასება.

მსგავსი თემები