საქართველოში 250-ზე მეტი პროდუქტი გაძვირდა

კომბოსტო – 213,8%-ით; ქლიავი –  55,8%-ით; მანდარინი – 30,7%-ით;
კარტოფილი – გაძვირდა 30,7%-ით;  ლურსმანი –  53,3%-ით;
თერმომეტრი – 43,1%-ით – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა და ნივთების, რომელტა ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

გასული წლის იანვართან შედარებით პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები 13.9 %-ით გაძვირდა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

ტრანსპორტი, სურსათი, უალკოჰოლო სასმელები, ბუნებრივი აირი, ელოქტროენერგია ეს იმ პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე“- აღნიშნულია განცხადებაში

რაც შეეხება სხვა დასახელებას, მატება შემდეგი სახისაა:
ბუნებრივი აირი – 78,3%-ით; ელექტროენერგია – 73,8%-ით;
ნაგვის გატანა – 58,1%-ით; წყალი –  57,7%-ით; ბენზინი –  37,1%-ით;
ბადრიჯანი – 36,5%-ით; მარგარინი – 35,8%-ით; შაქარი – 34,9%-ით და ასე შემდეგ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

მსგავსი თემები