პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ინფლაციის დონემ 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13,9  პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად ფასების დონე 13.9 %-ით გაიზარდა. ირკვევა, რომ ქვეყანაში 263 დასახელების პროდუქტი გაძვირდა.

გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტისა და მომსახურების  ჩამონათვალს, რომელიც გასული წლის  იანვართან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.

საცხოვრებელი წყალი, ელ. ენერგია,  ბუნებრივი აირი-44.8%-ით;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -16,2%-ით ( ბოსტნეული და ბაღჩეული 23. 3 პროცენტი; პური და პურპროდუქტები 20.5 პროცენტი, ზეთი და ცხიმი 19, 6 პროცენტი; შაქარი ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2 პროცენტი; ყავა, ჩაი, კაკაო, 7,8 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები, რესტორნები-16.0%-ით;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა-11.4%-ით;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება -5.7%-ით;

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყანაში 33 პროდუქტი და მომსახურება გაიაფდა.

 

მსგავსი თემები