ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერია განმარტებებს აკეთებს

თბილისის მერიის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერია ახალ შენობას აშენებს და იქ გადასვლას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრი მთავარი“ მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება. აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე“ – განმარტავენ მერიაში.

მსგავსი თემები