გორის კულტურის სახლში სუს-ი შევიდა, აღმოჩენილია ბიტკოინების ქარხანა

საჯარო უწყებაში, გორის კულტურის სახლში, არალეგალურად ​ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მერიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები სამსახურში ჰქონდა დამონტაჟებული. გამოყენებული ელექტროენერგიის  საფასურსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა.

კულტურის სახლში სპეცოპერაცია სუსმა ჩაატარა.  ყველა თანამშრომელი მოდულის შენობაში გადაიყვანეს.  სუს-ის ცნობით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოკითხვა.

“გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა,” – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები