„ბავშვები კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ, თუ…“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ვირუსის  რა გართულებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბავშვების ჰოსპიტალიზაცია?! – ამ თემაზე  თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ  მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა,  კორონავირუსის  მართვის ძირითადი ცვლილება შეეხო ვაქცინაციას, ინკუბაციურ პერიოდს, გარკვეულ კლინიკურ მახასიათებლებს და ჰოსპიტალიზაციას.

„ამ კრიტერიუმების დაფიქსირება აღწერს რა შემთხვევაში უნდა მოთავსდეს ბავშვი საავადმყოფოში. ეს კრიტერიუმები, პირველ რიგში ეხება ჯანდაცვის მუშაკებსა და სასწრაფო დახმარების რგოლს. ბავშვები, რომლებსაც  თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებები და თან არსებული ქრონიკული პათოლოგიები აქვთ და აგრეთვე  წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსის მართვა საავადმყოფოში უნდა გაგრძელდეს.

დანარჩენი კი ეხება ტემპერატურას, კერძოდ, თუ სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობით ტემპერატურა 38.5  და მეტია.  აგრეთვე, თუ ერთი კვირის განმავლობაში სიმპტომები გრძელდება და მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.  ღრმა და  ხშირი ხმაურიანი სუნთქვა შეიძლება მიმანიშნებელი იყოს სერიოზული დაავადებების მათ შორის ფილტვების ანთების“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები