ერთ დღეში ვირუსით 23 664 ადამიანი დაინფიცირდა

aStopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 77 584 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 326 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  30.05%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 250 108.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.36%.

მსგავსი თემები