რა დაავადებებს ტოვებს ომიკრონი ბავშვებში?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“   

თირკმლის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება, მხედველობისა და ნერვული სისტემის პრობლემები –  ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რასაც „ომიკრონი“ ბავშვებში ტოვებ. უფრო კონკრეტულად, როგორ აზიანებს ახალი ვირუსი ბავშვებს,  თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძე, მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა.

ივანე ჩხეიძის განცხადებით, შეიძლება  ბავშვს ჰქონდეს კოვიდის სრულიად მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ შემდეგ დატოვოს ძალიან სერიოზული გართულება.

ომიკრონისა და კორონავირუსის გართულებები ბავშვებში ძალიან ბევრია. ის ქრონიკული ხანგრძლივი კოვიდი, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეხება უამრავი სისტემის დაზიანებას. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემიდან დაწყებული პანკრეასით დამთავრებული. ასე, რომ  კორონავირუსის გადატანის შემდეგ, თირკმლის დაზიანება, ღვიძლის დაზიანება, მხედველობისა და ნერვული სისტემის პრობლემები,  ფსიქოლოგიური დარღვევები, ძილის,  დეპრესიის  პრობლემები ძალიან ხშირი და  ხანგრძლივია. დიაბეტს რაც შეეხებაა, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა კორონავირუსის ზემოქმედების ბავშვებში და რიგ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს პანკრეასის დაზიანება დიაბეტის სახით. კორონავირუსის საფრთხეები ბავშვებში გაცილებით მეტია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“-განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

პროფესორის ვარაუდით ომიკრონისგან გამოწვეული გართულებები თებერვლის ბოლოდან მარტის დასწყისში კიდევ უფრო მოიმატებს.

„ შეიძლება  ბავშვს ჰქონდეს კოვიდის სრულიად მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ შემდეგ დატოვოს ძალიან სერიოზული გართულება, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მულტისისტემური ანთებითი პროცესი, რომელიც საქართველოში ასზე მეტ ბავშვშია დაფიქსირებული და სავარაუდოდ,  კიდევ უფრო მოიმატებს თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან”.

“ვართ აღმავალ ეტაპზე” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები