„ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ციხის ადმინისტრატორის გარდა” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, ის ციხეში

2004-2012 წლების რეიტინგების გამოა გამოკეტილი და ამ ციხიდან გაქცევა ყველას უნდა.

„საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალეობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში. ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის. 2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ციხის ადმინისტრატორის გარდა“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები