რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – ბორის ჯონსონი

„უკრაინელი ხალხის თავზე რუსული იარაღი“ – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მას ვერავინ შეარყევს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიზანია, ევროპის უსაფრთხოება დაარღვიოს.

„უკრაინელი ხალხის თავზე, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს იარაღით დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა“ – ასე აფასებს უკრაინაში მყოფი ბორის ჯონსონი კრემლის მორიგ აგრესიას.

„ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომელის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია”, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

 

მსგავსი თემები