“პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და  მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა” – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა უკვე შედგა. როგორც  ბორის ჯონსონი აცხადებს, თუ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს უკრაინისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება, თუმცა, ვერც რუსეთი გადაურჩება კატასტროფას.

“მწარე რეალობის” წინაშე ვდგავართ. 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის საზღვარზე მობილიზება, არის უკრაინის მიმართ მტრობის ყველაზე დიდი დემონსტრირება. უკრაინაში შეჭრა იქნება პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ასევე რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა“ – აცხადებს ბორის ჯონსონი და კრემლს უკან დახევისკენ მოუწოდებს.

მისივე შეფასებით, მსგავსი საომარი მოქმედებების შემთხვევაში, რუსეთს მსოფლიოს მხრიდან უმკაცრესი სანქციები დაუწესდება.

 

მსგავსი თემები