ტურისტების გაძარცვა თბილისში – 1 ბოთლ შამპანიურში 4 000 ლარი გადაახდევინეს

ტურისტს, რომელიც თბილისში სამოგზაუროდ რამდეიმე დღით ჩამოვიდა, მთელი თანხა ერთ საღამოს, ერთ ბოთლ შამპანიურში გადაახდევინეს.

შემთხვევა ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში მოხდა. ტურისტი კლუბში ახალგაცნობილმა გოგონამ წაიყვანა რომელსაც თან ახლდა მეგობარი გოგო. როგორც ტურისტი ყვება, ის სასმელს არ სვამდა, თუმცა, სასმელი გოგონებმა მოითხოვეს. მოიტანეს 1 ბოთლი შამპანიური, რომელიც გოგონებმა დალიეს. მოგვიანებით კი გოგონები ბარიდან გაქრნენ, ხოლო ტურისტს 4 000 ლარიანი ქვითარი მიუტანეს.

ტურისტი უარზე იყო 4 000 ლარი გადაეხადა, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა თანა იძულების წესით გადაახდევინეს. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ეს არ არის საქართველოში ტურისტების ძარცვის პირველი შემთხვევა. ადრეც დააკავეს სხვა კლუბის თანამშრობლები, რომლებიც ტურისტს ერთ ბოთლ სასმელში ათასებს ახდევინებდნენ.

მსგავსი თემები