უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ბრიტანეთის პრემიერი ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკვე უკრაინაშია. ის კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა.

„კიევში მივემგზავრები, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.

 

მსგავსი თემები