პარლამენტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტატებმა 74  ხმით უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

დოკუმენტის გამო პოზიციასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. დღეს დეპუტატმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.

 

მსგავსი თემები