მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირებას სკოლის ექიმებიც ჩაუტარებენ

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგთა სავალდებულო ტესტირება არ შეჩერდება და ამ პროცესში სკოლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, უზრუნველვყავით 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმის გადამზადება, რათა ისინიც ჩაერთონ ამ პროცესში. თუ მასწავლებელი არ არის  აცრილი ან აცრილია ერთჯერადად, მას უტარდება სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ, ხოლო თუ ორჯერადად ვაქცინირებულია, მას ტესტირება ჩაუტარდება ორ კვირაში ერთხელ. როგორც უკვე გითხარით, ტესტირების პროცესში ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად ჩართული არიან  ჩვენი სკოლის ექიმებიც“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ

მსგავსი თემები