სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

„მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში შევინარჩუნოთ. ორი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება შეიძინეს სკოლებმა, მათ აქვთ ძალიან დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც მიჰყვებიან და ამ პროცესში ჩართულია ყველა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სკოლები. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური რესურსებით, თუმცა მთავარია, რომ ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში.როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესაც ყველა მშობელს ეძლევა საშუალება, აირჩიოს დისტანციური სწავლების ფორმა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან“-აცხადებს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან,  ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების  ფორმაზე, ჯამში 201 სკოლაა გადასული.

მსგავსი თემები