„ხაბე, მოდი აგერ ჯიგარო… შე მასხარა შენა“ –  დეპუტატების დაპირისპირება

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კომიტეტის სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება საპარლამენტო სესიაზეც გაგრძელდა. ლევან ხაბეიშვილი მმართველ პარტიას და ქალაქის მერს უკანონო მშენებლობის ლობირებასა და მიწების გასხვისებაში ადანაშაულებდა, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან კახა კალაძის გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას გაბრაზება გამოიწვია.

„იმედი მქონდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სხდომათა დარბაზში შემოვიდა, ოდნავ მაინც გააკეთებდა აქცენტს მიმდინარე თემებზე“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ტყე აჩუქესო. ეტყობა, დროში აერია. მოიკითხე, აბა, შენი ბელადი როგორ გადასცემდა 1 ლარად, ხან როგორ ჩუქნიდა ხოლმე თავის პარტიულ მუშაკებს, ხან ტერორისთვის, ხან პარტიული დავალების „კარგად“ შესრულებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„შემდეგი ტყუილი, რაც თქვა და რეკორდი მოხსნა – 8-სართულიანი კორპუსი ააშენაო, კალაძემ მისცაო. დიახ, ეს პრობლემაა. შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც, ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს იღებდი, შენმა მერმა უგულავამ გადასცა ეს მიწა – 366 კვადრატი 580-დან, 2010 წელს გაყიდა, რეკრეაციული ზონა. ახლა, გამოდი და თქვი სიმართლე. თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა შენ ადექი და წადი პოლიტიკიდან. არ შეგარჩენ არცერთ ტყუილს. მოდი ადეკვატურობაში. თორემ ის NDI-ის კვლევა პოზიტიურად რომ არის განწყობილი თქვენს მიმართ, ისიც კი გიწერთ, რომ მილევად რეჟიმში ხართ გადასული. ხაბე, მოდი აგერ ჯიგარო, წაიღე და გადაამოწმე ეს დოკუმენტი შე მასხარა შენა“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს.

 

მსგავსი თემები