„შე საცოდავო შენა…“ – დეპუტატების დაპირისპირება და ნერვების ომი პარლამენტში

საქართველო პარლამენტში, კერძოდ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი განიხილებოდა, დეპუტატებს ნერვებმა უმტყუნა. მართალია, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა, სიტყვიერად ქალ და კაც დეპუტატს ერთმანეთისთვის არაფერი დაუკლიათ.

დაპირისპირება მმართველი გუნდის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და სალომე სამადაშვილს შორის მოხდა.  ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მოხსენიებას ითხოვდა, მმართველი გუნდი კი წინააღმდეგი იყო.

ნიკოლოზ სამხარაძე: ნუ მეჩრებით პირში…

სალომე სამადაშვილი: გეჩრებით იმიტომ რო ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა…

ნ.ს: დაწყნარდი ნუ უზრდელობ, დამშვიდდი…

ს.ს: უზრდელობ კი არა, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებ, კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვარ აქ. გადადი რაც არის არსებითი საკითხი და აუხსენით საზოგადოებას, თქვენი რეზოლუციის შინაარსი…

ნ.ს: ვაიმეეეე…. ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ. ადამიან, რომელიც 8 წელია პარლამენტშია, გონზე არ არის კომიტეტი როგორ მუშაობს…

ს.ს: შე საცოდავო შენა, დღესაც რომ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ ომის დაწყებაში. რეზოლუციაში ვერ ჩაგიწერიათ, რომ აგრესორი არის რუსეთი…

საბოლოო ჯამში კი სხდომა ისე დასრულდა, რომ ოპოზიციის არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინეს.

მსგავსი თემები