ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით შეშფოთებულია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა, ამ სამსახურისთვის ევროკავშირმა სერიოზული ინვესტიცია განახორციელა და რაც ახლა ხდება გაუგებარი და შემაშფოთებელია.

„გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით დაიწყო. ეს  ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული. შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე. ევროკავშირი დაინტერესებული მხარეა ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ ლონდა თოლორაიას განცხადებით, სამსახურის გაუქმების რეფორმა სწორედ მისი სახლში გაშვების მიზნით განხორციელდა.

“სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას” – სახელმწიფო ინსპექტორი

მსგავსი თემები